ატენის სიონის ინტერიერის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები შესრულდა
2018 წელს ატენის სიონის ინტერიერის (დასავლეთი და სამხრეთ აფსიდები) ქვის საკონსერვაციო სამუშაოები შესრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოები ქვათა შორის არსებული ცარიელი ადგილების გასუფთავებას ჰაერის ჭავლით, ინტერიერში სამხრეთ აფსიდისა და თაღის ქვების ჩაბმას ძირითად კონსტრუქციაზე და ინექტირებას მოიცავდა. ამოივსო საპირე წყობის ქვებს შორის არსებული ნაკერები და ბზარები. მოხდა დასავლეთ და სამხრეთი აფსიდისა და კონქის ქვების კონსერვაცია.
პროექტს ხელმძღვანელობდა ნანა კუპრაშვილი. სამუშაო პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ სარესტავრაციო ჯგუფის წევრები.
სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: ალექსანდრე რუბაშვილი; კონსულტანტი: სტეფანო ვოლტა
სარესტავრაციო ჯგუფი: ბექა ლომიძე, გიორგი ნავროზაშვილი, ფიქრია ფოცხვერაშვილი, მარიამ მიქელაძე.
სამუშაოები მიმდინარეობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე.