ირაკლი ღარიბაშვილმა რიჩარდ ნორლანდს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს დედის, პატრიცია ნორლანდის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური ამერიკის ელჩს ტელეფონით დაუკავშირდა და გულითადი თანაგრძნობა გამოხატა გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ახლობლებისადმი.