სერგეი ლავროვი: ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, ჩვენ გვსურს, კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს თბილისთან

რუსეთს სურს თბილისთან ურთიერთობების გამოსწორება და იმედოვნებს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის უფრო მეტ გზას იპოვიან სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პირობებში, – ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
“ვუსურვებთ ზურაბიშვილს, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი იყოს და აკეთოს ყველაფერი სასიკეთო მთელი ერისთვის. რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, ჩვენ გვინდა, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს თბილისთან. ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობების უკანასკნელი გამყარება, რომელიც ავიაკავშირსა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდას გულისხმობს, ძლიერი აღმოჩნდება, რუსეთი, ჩემი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე მთავარი პარტნიორია ვაჭრობის და ტურისტული ნაკადის კუთხით. ამიტომ, ჩვენ გვსურს, უფრო მეტი გზა მოვნახოთ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები