„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, გართულების გარეშე“

   დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, ყოველგვარი გართულების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის შეხვედრისას ამ საკითხზე იყო საუბარი.
“საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინმა დაგვიდასტურა და საჯარო განცხადება გააკეთა მისი მთავრვობის სახელით, რომ რუსეთი არ ისახავს მიზნად ჩაერიოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყოველგვარი გართულების გარეშე მოვაწერთ ხელს ამ ხელშეკრულებას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები