ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანდუნის პროვინციის დელეგაცია ესტუმრა.
საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ ხარძიანმა და ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერმა ნინო მესხმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები, საჯარო რეესტრის ელექტრონული სერვისები და ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საჯარო რეესტრის მნიშვნელოვან პროექტებსა და წარმატებულ რეფორმებს.
გუანდუნის პროვინციის დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები