გორში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებენ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
როგორც „კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად იმყოფება არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, რომელიც ტერიტორიის შესწავლის მიზნით, სამართალდამცველებთან კონსულტაციებს გადის.
ცნობისთვის, გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიერ პოლიციისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო. ნებიერიძე გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები