თბილისში, ხის წაქცევის შედეგად 4 ავტომანქანა და განათების ბოძი დააზიანა

0

თბილისში, შალვა დადიანის ქუჩაზე ხის წაქცევის შედეგად 4 ავტომანქანა და გარე განათების ბოძი დაზიანდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე მაშველებმა ჩახერგილი გზა უკვე გაათავისუფლეს.
მათივე ცნობით, ადგილზე, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი