„ჩვენ გვჯერა თოვლის პაპის… კარგად ვიქცევით, მშობლებს ვუჯერებთ, მაგრამ თოვლის პაპა ჩვენთან რატომღაც მაინც არ მოდის…“

გიორგი 14 წლისაა, ანი – 11-ის, გოგი- 7-ის, საბა 4 წლის, ანდრიას კი მხოლოდ 2 თვისაა. მათ ხშირად აკლიათ ნორმალური კვება, ტანსაცმლის უქონლობის გამო აცდენენ გაკვეთილებს, არ აქვთ სათანადო მკურნალობა… ეს ბავშვები მოკლებულნი არიან გართობას, არ აქვთ სათამაშოები, წიგნები. ისინი საღამოებს ელექტროღუმელთან ატარებენ. თუ მშობლები ვერ გადაიხდიან სინათლის ფულს, მაშინ ეს „სიამოვნებაც“ აღარ ექნებათ!
„ჩვენ გვჯერა თოვლის პაპის – გვითხრეს ბავშვებმა. კარგად ვიქცევით, მშობლებს ვუჯერებთ, ვეხმარებით მოხუც მეზობელს პურის მოტანაში… მაგრამ თოვლის პაპა ჩვენთან რატომღაც მაინც არ მოდის, ჩვენ არასდროს მიგვიღია საჩუქრები… თუ ვინმე კანფეტს გვაჩუქებს, სამ ნაწილად ვყოფთ, გიორგი დიდია და ჩვენ გვითმობს, ხოლო ანდრიასთვის არ შეიძლება ჯერ…“
ზურაბ ტივაძე, ბავშვების მამა, სასოწარკვეთაშია. ადრე მას ავეჯის სარემონტო საამქრო ჰქონდა, ჰყავდა ავტომობილი, გააჩნდა შემოსავალი, მაგრამ ყველაფერის გაყიდვა მოუწია, რომ ბავშვებისთვის საკვები და წამალი ეყიდა. აი, რას გვიყვება ზურაბი: „მე მეუღლემ მიმატოვა. მაშინ მის სახლში ვცხოვრობდი, სამ შვილთან ერთად გადავბარგდი ბებიასთან, რომელიც წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს… შემდეგ გავიცანი ჩემი ოცნების ქალი, შევირთე ის ცოლად, ვიშვილე მისი ვაჟი… ნატალია გახდა ჩემი შვილებისთვის მზრუნველი დედა, მე კი ჩემი მხრიდან ყურადღებას არ ვაკლებ მის ბიჭს… ორიოდე თვის წინ კი საერთო ვაჟი შეგვეძინა! ჩვენ არავინ გვეხმარება. მესმის, რომ ყველას თავისი პრობლემები აქვს….ამიტომ მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს“.
„მეგობრებო, მოდით გავუმაგროთ მრავალშვილიან მამას რწმენა! მოდით დახმარების ხელი გავუწოდოთ ამ ოჯახს, არ დავტოვოთ ისინი ყურადღების გარეშე.
შემოწირულობა პამპერსის, საკვების და საოჯახო ნივთების საყიდლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტივაძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/390-tivadze/?fbclid=IwAR2d3Vb4C1dM2JCdWO0eht9iALIeWo8MWKWv4J5jtob2zRHQOzJzrJuoALE “,- აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები