თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, შავთელის, ბარათაშვილის, გომის, ასკანის, ბეთლემის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ჯვარედინის, ჩახრუხაძის, ავლევის, გორგასლის, გრიშაშვილის და იბრაჰიმ ისპაჰანელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კეკელიძის, ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება შეიზღუდება საბურთალოს რაიონშიც. გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას III კვარტლის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
როგორც „თელასის“ განცხადებაშია აღნიშნული, შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები