ავარიის დროს დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა

ქუთაისი-ხონის გზაზე დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა. მისი თქმით, საავადმყოფოებში ცხრა პაციენტი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დღეს ქუთაისი-ხონის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები