ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი: საქართველოში ტერორიზმის გავლენა შეფასებულია, როგორც “ძალიან დაბალი”

 

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ტერორიზმის გლობალური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს პოზიციები 12 პუნქტით გაუმჯობესდა. 163 ქვეყანას შორის საქართველო 89-ე ადგილს იკავებს. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ტერორიზმის გავლენა შეფასებულია, როგორც „ძალიან დაბალი“.
ტერორიზმის გლობალური ინდექსის ანგარიშები 2012 წლიდან ქვეყნდება.
პირველ ექვს ადგილს იკავებს და, შესაბამისად, ტერორიზმის გავლენით შეფასებულია როგორც „ყველაზე მაღალი“: ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, სირია, პაკისტანი და სომალი.
ქვეყნისათვის მინიჭებული ქულა და ადგილი ინდექსში განისაზღვრება წლის განმავლობაში მოწყობილი ტერაქტების რაოდენობით, მსხვერპლის რაოდენობით, დაშავებულთა რაოდენობით, მატერიალური ზარალის მოცულობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები