კიდევ 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს, საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი გადაეცემა

ახლო მომავალში, კიდევ 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს, საკუთარი სახლი ექნება.
2018 წლის ბიუჯეტში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, დევნილებისთვის სახლების შესაძენად წელს, დამატებით 45 მილიონი ლარი გამოიყოფა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დამატებითი დაფინანსებით 500-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი.
დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე წელს 82.6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. თანხის დამატებით, ამ მიმართულებით ბიუჯეტი წელს 127.6 მილიონ ლარს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები