სალომე ზურაბიშვილი: ინაუგურაცია თელავში გაიმართება, მინდოდა, მე ვყოფილიყავი ის, ვინც პირველი გეტყოდათ ამის შესახებ

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინაუგურაციის ცერემონიის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც უკვე სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება. მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც პირველი გეტყოდათ ამის შესახებ და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, თუ ვინ იქნებიან ინაუგურაციაზე მიწვეული სტუმრები, სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა.
“მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება ინაუგურაციას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისვე თქმით, ინაუგურაციაზე მიწვეული იქნება გიორგი მარგველაშვილიც.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები