ილია მეორე: ჩვენ უნდა ვიტვირთოთ სიმძიმე ჩვენი ახლობლის თუ შორეული ადამიანის

“ჩვენ უნდა ვეძიოთ გაჭირვებული ადამიანი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავუადვილოთ ადამიანს ცხოვრება”, – ასე მიმართა მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას.
პატრიარქის თქმით, ხშირად, ადამიანი ვერ უძლებს განსაცდელს და იმედს კარგავს.
“ჩვენ უნდა ვიტვირთოთ სიმძიმე ჩვენი ახლობლის თუ შორეული ადამიანის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ხედავს ყოველ ადამიანს, ხედავს მის გაჭირვებას. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ვერ უძლებს ადამიანი იმ გაჭირვებას, იმ განსაცდელს, რომელიც მოდის მასზე და ხშირი შემთხვევაა, რომ კარგავს იმედს. არასდროს უნდა დაკარგოთ იმედი. იმედი არის მომავლის იმედი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ეკლესია გვაძლევს ჩვენ იმედს. ჩვენ უნდა ვეძიოთ გაჭირვებული ადამიანი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავუადვილოთ ადამიანს ცხოვრება. ხშირი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდა ადამიანები ვერ უძლებენ და თავს იკლავენ. ეს დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე”, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები