ლაშა ნაცვლიშვილი: 2002 წელს, საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჟაჯ შირაკმა მეორე ტურში შედეგები თითქმის გაახუთმაგა

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, ერთ არაკეთილმოსურნე ამსტერდამელს ეჭვი შეუტანია მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ ფაქტზე გაუმახვილებია ყურადღება, სალომე ზურაბიშვილმა შედეგი როგორ გააორმაგაო ?! ​ამაზე ლაშა ნაცვლიშვილმა მას 2002 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაახსენა და განაცხადა, რომ ჟაკ შირაკმა მეორე ტურში ხმების რაოდენობა თითქმის გაახუთმაგა.
“ამსტერდამელ ლუზერს უთქვამს, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, მეორე ტურში კანდიდატს შედეგი გაეორმაგებინოს და შესაბამისად, არჩევნების მეორე ტური საქართველოში გაყალბდაო. აბა, სხვანაირად ექვსასი ათასიდან მილიონ ორასამდე როგორ აიყვანდნენ სალომეს შედეგსო. ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სივრცეში ოპერირებას ჩვეულს, დაავიწყდა, რომ არსებობს ელემენტარული ადამიანური მეხსიერება და მისი ერთგული დამხმარე – გუგლი, რომლებიც ერთობლივად იუწყებიან, რომ 2002 წელს საფრანგეთის (რა საკრალურია, არა?) საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჟაკ შირაკმა 20%-ზე ნაკლები აიღო, ხოლო მეორე ტურში – 80-ზე მეტი. აბსოლუტურ რიცხვებში შედეგი მან თითქმის გაახუთმაგა და 25 მილიონ ხმაზე მეტი მიიღო, როცა პირველ ტურში 5 მილიონს ძლივს გადააბიჯა. სხვათა შორის, იმ ფრანგული მარათონის მეორე ტურიც დევიზით -“არა ნაცებს” ტარდებოდა”,-წერს ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები