3 დეკემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს

“დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებში, წვიმა გაგრძელდება “, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დღის ბოლომდე, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებში წვიმა გაგრძელდება, აღმოსავლეთის მიმართულების ქარის სიძლიერე დაბლობში 20-25 მ/წმ-მდე, ხოლო მთაში 17-22მ/წმ-მდე შესუსტდება, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +12,+170, მთაში +8,+130, მაღალ მთაში 0,+50 -ის ფარგლებში იქნება.
2 დეკემბერს, ღამისა და დღის პირველ ნახევარში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. დღის მეორე ნახევარში ნალექი შეწყდება. ქარის მიმართულება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით შეიცვლება და მისი სიჩქარე დაბლობში 10-15 მ/წმ-ის, ხოლო მთაში 8-13 მ/წმ იქნება, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით + 5, +100, დღისით +10,+150 -ის, მთაში ღამით + 1, +60, დღისით +6,+110 -ის, მაღალ მთაში ღამით -2, +30, დღისით 0,+50 -ის ფარგლებშია ნავარაუდევი.
3 დეკემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები