ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში აშშ-ს რიგით 41-ე პრეზიდენტი “რესპუბლიკური პარტიიდან” 1989-1993 წლებში იყო. გარდა ამისა, იგი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, ხელმძღვანელობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს და გაეროში აშშ-ს ელჩიც იყო.

​მისი მეუღლე, ამერიკის ყოფილი პირველი ლედი – ბარბარა ბუში მიმდინარე წლის აპრილში გარდაიცვალა. ხოლო, მისი უფროსი ვაჟი, ჯორჯ ბუში ამერიკის 43-ე პრეზიდენტი იყო.
ამერიკის საელჩო საქართველოში, მწუხარებას გამოთქვამს ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები