უამინდობის გამო რიგის რეისი ქუთაისის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა

ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო, რიგის რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.
ოფიციალური ინფორმაციით, უამინდობის გამო გაუქმდა ქუთაისი-მილანი-ქუთაისის, ქუთაისი ბარსელონა-ქუთაისისა და ქუთაისი- რიგის რეისები.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მგზავრების სხვადასხვა რეისებზე გადანაწილება. რაც შეეხება, რიგა-ქუთაისის მგზავრებს, მათ ქუთაისში ტრანსპორტირებას ავტობუსებით ჯორჯიან ბასი უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები