“რა მიზნით იქნება პრეზიდენტის სასახლე გამოყენებული, ამაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული საერთო საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლე სახელმწიფოს ბალანსზე დარჩება.
თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული ეს შენობა, კობახიძის თქმით, ამაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული საერთო საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე.
„ჩემი პირადი პოზიცია ამ ეტაპზე არ მაქვს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამაზე გადაწყვეტილების მიღება. ალბათ, რაღაც ფორმატში განიხილება და გადაწყვეტილება მიღებული იქნება. არ მგონია, რომ პრივატიზებაზე საუბარი სწორი ან სერიოზული იყოს. რა თქმა უნდა დარჩება სახელმწიფოს ბალანსზე და თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული ეს შენობა, ამაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული საერთო საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე “, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები