ნინო გიორგობიანი: დღეს ჩვენი დაღუპული გმირი სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ქალიშვილის დაბადების დღეა

დღეს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული ივანე გოლაშვილის შვილის, მარიამ გოლაშვილის დაბადების დღეა, – ამის შესახებ სუს-ის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“დღეს ჩვენი დაღუპული გმირი სპეცრაზმელის – ივანე გოლაშვილის ქალიშვილის, მარიამის დაბადების დღეა. ეს ლამაზი, ჭკვიანი და კეთილი გოგო 7 წლის გახდა!” – წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ქართველი სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები