აკაკი საღირაშვილი: Fitch-ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “საქართველოს რკინიგზა” ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო სეგმენტია

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-ი, სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზას” დაუდასტურა რეიტინგი „B+” და გაუუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინები რეიტინგთან მიმართებაში „სტაბილურიდან” „პოზიტიურზე”.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღიშნული, „საქართველოს რკინიგზა”, აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად, „ევროპა-კავკასია-აზიის” სატრანსპორტო დერეფნის საკვანძო სეგმენტს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო ქვეყანაა და აღნიშნული ფუნქციის გაძლიერებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზება.
„სწორედ ამ მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ პროექტებს, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის განვითარების პროექტები. ისინი, ტრანსპორტის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ სხვა პროექტებთან ერთად (ანაკლია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, ფოთის და ბათუმის პორტების გაფართოება, ა.შ.), ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები