მაია ფანჯიკიძე ჰელგა შმიდს შეხვდა
ბრიუსელში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს ჰელგა შმიდს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო -ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის როლზე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით. მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის კოლეგიის პლენარულ შეხვედრაში. ბრიუსელში მყოფი მინისტრის შეხვედრები დაგეგმილია გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან შტეფან ფულესთან, ენერგეტიკის დარგში ევროკომისართან გიუნტერ ოტინგერთან და განვითარების საკითხებში ევროკომისართან ანდრის პიბალგსთან. შეხვედრებზე მხარეები საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელებენ.