“იმედი LIVE”-ის წამყვანმა “რუსთავი 2”-ის ინფორმაციას ოქუაშვილთან დაკავშირებით, “სასაცილო ტყუილი” უწოდა

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „იმედი LIVE”-ის წამყვანმა, თეონა გეგელიამ, ,,ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.
როგორც გეგელიამ განაცხადა, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „იმედის“ ეთერში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან წინასწარ შეთანხმებული ინტერვიუ უნდა გასულიყო, “ძალიან საყვარელი სასაცილო ტყუილი” უწოდა.
„მე პირადად ოქუაშვილთან კითხვები არ მაქვს, ეს არის პერსონაჟი, ამ არხის საყვარელი გმირი. მოვიდეს „იმედზე“, არ არის პრობლემა, მივიღებთ. არსებობს მასთან შეკითხვები და ალბათ, ბევრად უკეთ გავუტიტრავთ მეტყველებას, ვიდრე ეს გააკეთა რუსთავი 2-მა”, -აღნიშნა თეონა გეგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, 27 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედზე“ უნდა გასულიყო მისი ინტერვიუ, რომლის შინაარსიც წინასწარ იყო ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები