დავით ზურაბიშვილი: სალომე ზურაბიშვილის პირადი ცხოვრებით აპელირება კატეგორიულად მიუღებელია

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პირადი ცხოვრებით აპელირება კატეგორიულად მიუღებელია.
“როგორი უარყოფითი აზრისაც არ უნდა ვიყოთ სალომე ზურაბიშვილზე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატზე და ამ კანდიდატის მხარდამჭერ ხელისუფლებაზე (და აქვე ვადასტურებ, რომ ნამდვილად უარყოფითი აზრის ვარ), მის პირად ცხოვრებაზე აპელირება არის კატეგორიულად მიუღებელი. #წერტილი”, – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები