ტაძრიდან იოანე პავლე II – ის სისხლი მოიპარეს
ოქროს პატარა კიდობანი იოანე პავლე II – ის სისხლით იტალიის წმინდა პეტრეს ტაძრიდან მოიპარეს. მძარცველებმა იქვე დასვენებული ჯვარცმაც წაიღეს. რეგიონის პოლიცია მძარცველებს ეძებს. ტაძარი, რომელიც გაქურდეს, რომის აღმოსავლეთით მდებარეობს. ტაძარს ყოფილი პაპი ხშირად სტუმრობდა.
იოანე პავლე II – ეს ძალიან უყვარდა აბრუცოს მთებში მდებარე პატარა ტაძარი, სადაც ის ხშირად ლოცულობდა. ამიტომაც 2011 წელს მისმა პრესმდივანმა, კარდინალმა სტანისლავ ზივიშმა აბრუცოს მოსახლეობას პაპის სისხლი გადასცა, რაც, მისი თქმით, მან ყოფილი პონტიფიკოსის მიერ ამ რეგიონისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო გააკეთა. იოანე პავლე II 2005 წელს გარდაიცვალა. 2011 წელს ის ბენედიქტ მეთექვსმეტემ ნეტარად შერაცხა.