ეკა ბესელია: დგება უსერიოზულესი და ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპი

ის საკითხები, რომლებზეც განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ბიძინა ივანიშვილმა, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციურადაც და პოლიტიკურადაც, – ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.
ბესელიას თქმით, მმართველ გუნდს გაცნობიერებული აქვს რეალობა და მათი პოზიციაა, ამ საკითხს მაღალი პასუხისმგებლობით შეხედონ.
“ის საკითხები, რომლებზეც განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ბიძინა ივანიშვილმა, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციურადაც და პოლიტიკურადაც, ამიტომ აქცენტები გაკეთდა სწორედ ამ გარემოებებზე. მთლიანობაში, ეს ხედვა, მე ვფიქრობ, არის ძალიან საყურადღებო. ხედვა იმისა, რომ გაცნობიერებულია რეალობა, სახელი ერქმევა ამ პრობლემებს და არ გვაქვს ისეთი პოზიცია, რომ ამას, ასე ვთქვათ, არ შევხედოთ მაღალი პასუხისმგებლობით”, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელია, ასევე, არ გამორიცხავს, რომ გუნდი ვინმემ დატოვოს, რადგან მისი თქმით, არჩევნების შემდეგ სერიოზული და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება და შესაძლებელია ბევრი ცვლილება განხორციელდეს.
შეგახსენებთ, გუშინ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები