ვინ არის მოშე კლუგჰაფტი, რომელსაც სააკაშვილმა “ებრაელი აფერისტი” უწოდა

18 ნო­ემ­ბერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ის­რა­ე­ლი­დან ჩა­მო­სულ სპე­ცი­ა­ლისტს “რუს­თა­ვის 2”-ის ეთერ­ში “ებ­რა­ე­ლი აფე­რის­ტი” უწო­და.
“ვი­ღაც ებ­რა­ელ აფე­რისტს მო­შეს მის­ცეს [ივა­ნიშ­ვილ­მა] მი­ლი­ონ ორა­სი ათას­ზე მეტი, რომ ეს ბილ­ბორ­დე­ბი და­ამ­ზა­დოს და­ჯღა­ნუ­ლი სა­ხე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში გა­მო­ფი­ნეს. ერთი სი­ტყვით, ისი­ნი [„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“] არი­ან სულ პა­ნი­კა­ში, ხან რას იგო­ნე­ბენ, ხან რას“, – გა­ნა­ცხა­და „რუს­თა­ვის 2-ის“ ეთერ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.
მა­ნამ­დე კი სა­ა­კაშ­ვი­ლი ფეისბუქზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ის­რა­ე­ლი­დან ჩა­მო­სულ პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლისტს “ებრაელი აფე­რის­ტი” უწო­და.
მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო მასშ­ტა­ბით სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რია. უმუ­შა­ვია ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა იტა­ლია, გერ­მა­ნია, ავ­სტრია, რუ­მი­ნე­თი; ამ უკა­ნას­კნელ­ში სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის სა­სარ­გებ­ლოდ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კუ­თხით.
ის­რა­ელ­ში, კლუ­გ­ჰაფ­ტი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის – ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტის უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც 2%-იანი ცნო­ბა­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 12 მან­და­ტით შეძლო ქნე­სეტ­ში (ისრაელის პარლამენტი) მოხ­ვედ­რა. მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი მთა­ვა­რი მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი იყო ნა­თა­ნი­აჰუს კო­ა­ლი­ცი­ას­თან და ის ეროვ­ნულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას “ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის” წარ­მო­ად­გენ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ნაფ­ტალ ბე­ნეტ­მა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პორ­ტფე­ლი ჩა­ი­ბა­რა.
კლუ­გ­ჰაფ­ტი პრეს­ტი­ჟულ­მა ფი­ნან­სურ­მა გა­მო­ცე­მამ Globes-მა ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან სტრა­ტე­გი­ულ ექ­სპერ­ტად აღიარა. ხოლო ფორბსმა ის ის­რა­ე­ლის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ან­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი ის­რა­ე­ლის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის ში­მონ პე­რე­სის უკა­ნას­კნე­ლი კამ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი იყო.
მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტის ლექ­სი “გა­დარ­ჩე­ნი­ლი” 2018 წელს, გა­ე­როს ტრი­ბუ­ნი­დან ჰო­ლო­კოს­ტის ხსოვ­ნის დღეს, სამ ენა­ზე; ებ­რა­უ­ლად, არა­ბუ­ლად და ინ­გლი­სუ­რად გაჟ­ღერ­და.

წყარო “ამბები”. ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები