ივანე მაჭავარიანი: ვერ დაასახელებთ ბიზნესს, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ტერორის ქვეშ ყოფილიყო

ის, რომ ხელისუფლება ძალადობს, ბიზნესს ართმევს ქონებას, სძალავს ფულს – ამის დაჯერება ხომ შეუძლებელია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „არჩევანში“ წამყვანის კითხვის – ახდენს თუ არა ხელისუფლება ზეწოლას სესხების ამომღებ კომპანიებზე, რათა მათ გააფორმონ ხელშეკრულება ფონდ „ქართუსთან“- საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებით მაინც გაიგებდა საზოგადოება, ბიზნესზე რაიმე სახის ზეწოლა რომ ყოფილიყო.
„თქვენ ვერ დაასახელებთ ბიზნესს იქნება ეს მცირე, მიკრო თუ მსხვილი ბიზნესი, რომ რაიმე ტიპის ტერორის ქვეშ ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი ხელისუფლება არ არის იდეალური და მეეჭვება, სადმე არსებობდეს, რომელიმე ქვეყანაში. ჩვენ მიმართ შეიძლება იყოს პრეტენზია, რომ შედარებით ნელი ვართ გადაწყვეტილებების მიღებაში, ვფრთხილობთ და დემოკრატიის პირობებში, ეს ყველა ხელისუფლებას ახასიათებს და ცოტა აქვეითებს ეფექტურობას. ეს ასეა, მაგრამ სხვა ყველა დანარჩენი მართვის მოდელი ჩემზე კარგად იცით, რომ უარესია. ის, რომ ხელისუფლება ძალადობს, ბიზნესს ართმევს ქონებას, სძალავს ფულს, ამის დაჯერება ხომ შეუძლებელია? გეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მედია. ჩვენი ეს საუბარიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა, რაც არ უნდა ერთმანეთს ვუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვატერორებთ ბიზნესს, ხომ არავინ არ დაიჯერებს, რადგან თვითონ ხომ კარგად იციან ბიზნესმენებმა? ეს ქვეყანა, ხომ იცით, რა პატარაა? ხომ იცით, რომ არაფორმალურ კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს? რამდენიც არ უნდა მოგატყუოთ, თუ პირიქითაა, ხომ გაიგებთ ამას, თუნდაც, თქვენი მეზობლისგან, ან ნათესავისგან? ამიტომ არაა საჭირო ღია კარის მტვრევა. რაც არ არსებობს, იმაზე ნუ გვაკრიტიკებთ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები