რიმა ბერაძე ლევან ხაბეიშვილს: მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მატყუარა, მასხარა ხარ

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, რიმა ბერაძემ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს მიმართა და მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მასხარა უწოდა.
„მატყუარა, მასხარა ხარ, როგორც მთელი საქართველო გეძახის. მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მასხარა ხარ“, – განაცხადა ბერაძემ.
ხაბეიშვილის თქმით, რიმა ბერაძის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მას „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა უჩივლა.
„მქონდა კონსტრუქციული კითხვები, რომელზე პასუხის ნაცვლად მივიღეთ, მათ შორის, ქალბატონი რიმას ისტერიკა. რატომ ჩავარდნენ ისტერიკაში? რიმა ბერაძის აგრესია გამოიწვია იმან, რომ გაახსენდა, პასუხები არ აქვთ და რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა რამდენიმე დღის წინ უჩივლა. თურმე ჩემი ბრალი ყოფილა, რომ თავისმა კოორდინატორმა დაადანაშაულა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისათვის, თბილისის საკრებულოს კომისიებმა დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს დაიწყეს. დეპუტატებმა პროექტი უკვე განიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის გაერთიანებული კომისიების სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები