სემეკსა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა მაია მელიქიძემ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განსახორციელებლად რისკების მართვის ხელშეწყობა და ამ მიზნით მხარეებს შორის თანამშრომლობა.
მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ:
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში გამოვლენილ დარღვევებთან/შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ერთმანეთისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის პროცესში წარმომადგენელთა ჩართულობა, რათა სფეროში წარმოქმნილ დარღვევათა პრევენციის მიზნით განხორციელდეს გასატარებელი ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვა, განხილვა და ანალიზი.
მხარეთა მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში/სემინარებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, ასევე ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები