საერთაშორისო კონფერენციაზე ქართული სააღსრულებო სისტემის ნოვაციებს გაეცნენ

ბელარუსში, მინსკში გამართულ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე, მთავარ თემებად სააღსრულებო წარმოების სფეროში აქტუალური საკითხების განხილვა და აღსრულების სისტემის განვითარების გზების ძიება იყო.
როგორც “კვირას” აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, კონფერენციას “სააღსრულებო სისტემის განვითარება” საქართველოდან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის, მირიან ხარაბაძის ხელმძღვანელობით ქართველმა მონაწილეებმა ქართული სააღსრულებო სისტემის რეფორმებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს. მათ უცხოელ კოლეგებს ის გამოცდილება გაუზიარეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული სააღსრულებო სისტემის განვითარების კუთხით დაგროვდა. ყურადღება გამახვილდა ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზეც.
​საუბარი ასევე, აღსრულების კოდექსის ახალი პროექტით გათვალისწინებულ ინსტიტუციურ ცვლილებებს შეეხო, რომლითაც ქვეყანა ახალ სააღსრულებო მოდელზე გადავა. კონფერენციაზე ქართველმა დელეგატებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე, მათ შორის, გამარტივებული საქმისწარმოების პრინციპებსა და განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
​ცნობისათვის, სააღსრულებო სისტემის განვითარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მინსკში 13-16 ნოემბერს გაიმართა. კონფერენციაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ქვეყნის სააღსრულებო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები