სოფელ ხეთაში აფეთქების შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 95%-იანი დამწვრობა ჰქონდა და სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება ჰქონდა მიღებული. შეგახსენებთ, რომ ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა, არა ბუნებრივ აირს, არამედ შეშის ღუმელის ანთების დროს საწვავის გამოყენებას უკავშირდებოდეს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 150 კვ.მ. ფართობი. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.