თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ქსელში გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუხაიძის, ბერიაშვილის და აბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია „GWP“-ს ქსელში გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონის, მაისურაძის და გახოკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა, IV მიკრორაიონების, სოფელი დიდი ლილოს, ქართველიშვილის და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახუნდოვის ქუჩის მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგოძის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, თბილისის მერიის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები