მამუკა ბახტაძე პრობლემური სესხების განულებასთან დაკავშირებით ოპოზიციას პასუხობს- ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამხელა ნაბიჯს დგამს თითოეული ჩვენგანი ამ ინიციატივის რეალიზებით

მოქალაქეებისთვის საკრედიტო დავალიანების განულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამგვარი კითხვის ნიშნების გაჩენა “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა.
მისი თქმით, ეს არის მათი მოტივაცია, რომ შექმნან გარკვეული ილუზიები.
“ამ შემთხვევაში საუკეთესო პასუხი ასეთ ილუზიებზე არის ის გამოცდილება რაც გვაქვს ჩვენ. 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, ყველა არჩევნები ჩატარდა ძალიან მაღალი სტანდარტით და მეორე ტურიც ჩატარდება იგივე სტანდარტით.
ამ ინიციატივის მიმართ თუ ისინი ერთადერთ ნაკლს მხოლოს ამას ხედავენ, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამხელა ნაბიჯს დგამს თითოეული ჩვენგანი ამ ინიციატივის რეალიზებით.
მათი შეფასება, რა თქმა უნდა, არის თითიდან გამოწოვილი. მე კონკრეტული განცხადებები მაქვს გაკეთებული, როდის ვაპირებდით ამ ნაბიჯის გადადგმას და ეს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის. ჩემი მედია სამსახურები კიდევ ერთხელ გააშუქებენ თუ როდის ვსაუბრობდი ამ პრობლემის მოგვარებაზე და რომ ამას გადავწყვეტდი წლის ბოლოს, შემოდგომაზე,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პირველი არხის ეთერში.
“საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება,-შესაბამისი განცხადება პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ოპოზიციამ მთავრობის აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები