ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნებოდა შოვინიზმსა და სიძულვილის ენას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილის იმ შეფასებას, გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ყოფილმა პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული პიარსპეციალისტს მოშე კლუგჰაფტს აფერისტი უწოდა.
„ესეც არის, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ „ღირებულებების“ კიდევ ერთი გამოხატულება. ეს არის ის „ღირებულებები“, რომელსაც ეფუძნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ – ეს არის შოვინიზმი, ეს არის სიძულვილის ენა და ამას გამოხატავს ნაციონალური მოძრაობა ზოგადად და კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ – „ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები