კახა კალაძე: მადლობა ყველა იმ ადამიანს, ბანკებს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესებში

ჯერ კიდევ პრემიერის ფინანსთა მინისტრობიდან მოყოლებული იყო საუბარი ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძემ აღნიშნული პროცესის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების, კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მხრიდან დღეს გაჟღერდა. მივესალმები იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ის, თუ რამდენად სერიოზული პრობლემაა ჭარბვალიანობა ქვეყანაში. ამაზე გუშინ და დღეს არ დაგვიწყია საუბარი, დიდი ხანია ვსაუბრობთ. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის მობრუნდა პოლიტიკაში, ამაზე საუბრობდა „იუნისეფის” დასკვნაც, რომელიც იცის საზოგადოებამ და ჯერ კიდევ პრემიერის ფინანსთა მინისტრობის დროიდან მოყოლებული იყო საუბარი ამაზე. მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ბანკებს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესებში. მადლობა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”. 600 000-ზე მეტ ადამიანს შესაძლებლობა მიეცემა, რომ ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს და ყველა ვალი და დავალიანება ექნება ჩამოწერილი”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები