აკაკი ზოიძე: ვალების გამოსყიდვაში ფინანსურ უზრუნველყოფას საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” გააკეთებს

ეს არის ძალიან დიდი, ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც ჰქვია ჭარბვალიანობა, რომელიც თავის მხრივ ჩვენ მოქალაქეების სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ ინიციატივის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია. 31 დეკემბერს 600 ათასი ჩვენი მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები შეხვდებიან ვალების გარეშე, სუფთა ფურცლიდან, ახლიდან. გარკვეულწილად, ეკონომიკური ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა ეძლევათ. ეს არის ძალიან დიდი, ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც ჰქვია ჭარბვალიანობა, რომელიც თავის მხრივ ჩვენ მოქალაქეების სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. დიდი ძალისხმევის შედეგად და მთავრობის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შედეგად, ეს ყველაფერი განხორციელდება და ძალიან დიდი მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს”, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ვალების ჩამოწერაში არის გადამწყვეტი ფაქტორი. ვალების გამოსყიდვა, ჩამოწერა მოხდება მოქალაქეებისთვის. ამ პროცესის ფინანსურ უზრუნველყოფას განახორციელებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”. კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია, რაც შეეხება იმ 600 ათასს ადამიანს, გრძელდება მოლაპარაკებები”, – განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, დარჩენილია მოქალაქეების ნაწილი, რომელიც პრემიერის მიერ გაჟღერებულ პარამეტრებში მოქალაქეების 95 პროცენტი ჯდება.
“ეს არ არის ჭარბვალიანობის პრობლემის საბოლოო გადაჭრა. არსებობენ კიდევ მევახშეებით დაზარალებულები, არსებობენ სხვა მოქალაქეები, რომლებიც იმ პარამეტრებში არ ჯდებიან. თუმცა 95 პროცენტი არის სწორედ სამომხმარებლო და ონლაინ სესხების. 95 პროცენტი მოქალაქეების ჯდება ამ პარამეტრებში, 2 ათასი ლარი ძირი ვისაც ჰქონდა სესხი ან დარჩენილი, შესაბამისად, მაგრამ ასევე რჩება გარკვეული ნაწილი, რომელზეც მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს მოქალაქეების შემოსავლები განკარგვადი იყოს და არ წავიდეს ვალების მომსახურებაში. ეს არის ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ამოცანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 600 ათასზე ადამიანზე უკვე დასრულებულია მოლაპარაკება. ვალების რეესტრში კიდევ არის 150 ათასი ადამიანი. ამის გარდა, არსებობენ კერძო მევახშეებით დაზარალებული ადამიანები. გრძელდება მოლაპარაკებები და მთავრობის მუშაობა, ზოგადად, იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრა და ეს არის პროცესი ერთიანი პროგრამის, რომელიც დაიწყო 8 თვის წინ, ახალი მთავრობის პროგრამა გაჟღერდა. როცა ჩვენ პროგრამა დავამტკიცეთ, ნდობა გამოვუცხადეთ მთავრობას. ჭარბვალიანობით გამოწვეული სიღარიბის პრობლემის გადაჭრა იყო ჩვენი ახალი მთავრობის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და კონკრეტული შედეგები დგება სწორედ დღეს. აგვისტოში პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, იქნებოდა კონკრეტული ძალიან საინტერესო ინიციატივა და სწორედ ეს ინიციატივა გაჟღერდა ბახტაძის მიერ და ის რომ პარტიის თავმჯდომარემ არაერთხელ თქვა, რომ რადიკალურ ცვლილებას შეიტანდა, ისეთი ცვლილებები მოხდებოდა, რომელიც თითოეულ ოჯახის, ასე ვთქვათ, ცხოვრების ხარისხზე მოახდენდა გავლენას, ესეც სწორედ მიეკუთვნება ასეთი ტიპის ინიციატივას”, – განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები