მაისაია სამხედროების შესაძლო გასამართლების საკითხზე: “ნაცმოძრაობამ” ეს თემა ვაშაძისთვის ქულების დასაწერად გამოიყენა

სამწუხაროდ, ეს გამოყენებულ-იქნა როგორც პოლიტიკური ტექნოლოგია „ნაცმოძრაობის“ მიერ იმისთვის, რომ მეტი ქულები ჩაეწერა საკუთარი კანდიდატის გაყვანისთვის, – ამის შესახებ ექსპერტმა სამხედრო სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიმ აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების შესაძლო პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების რიგით პოლიტექნოლოგიურ მეთოდად გადაიქცა.
„ამ თემას შევეხები სამხედრო- გეოსტრატეგიული ასპექტებიდან გამომდინარე. რუსეთ- საქართველოს სამხედრო კონფლიქტის პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალების უშუალო მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციებში იყო არცთუ ისე მაღალი. იმიტომ, რომ რეალურად საბრძოლო მოქმდებების ფაზა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოდან, საღამოს 23:00 საათზე, როცა მაშინდელმა უმაღლესმა მთავარსარდალმა გასცა ბრძანება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები იწყებენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და სამხედრო ფაზა დასრულდა 2008 წლის 9 აგვისტოს. შემდგომი შეტაკებები ეპიზოდური იყო, შეჯახება ხდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის.
ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა , რომელიც ყოფილ იუგოსლავიაზე იყო გამახვილებული, გაასამართლა სამხედრო მაღალი თანამდებობების პირები , 50 ადამიანი, ასევე მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირები . რიგითი ჯარისკაცები, ოფიცრები გასამართლებულები არ იყვნენ. იქ იყვნენ გასამართლებული მხოლოდ ის პირები , რომლებმაც უშუალოდ გასცეს ბრძანება და რომლის შედეგადაც მოხდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა და სამხედრო დანაშუალებების ჩადენა“- განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, ჰააგის ტრიბუნალი დაეფუძნება იმ საპრეცედენტო მოდელს, რომელიც არის იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალი.
„არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოექცევიან ის ოსი სეპარატისტები და მათი სამხედრო მესვეურები , რომლებმაც მოახდინეს კონფლიქტის პროვოცირება . სწორედ იკვეთება ოსი გასამხედროებული ფორმირებების დანაშაულებრვი ქმედებები, რომელიც ეხება კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, ანუ გენოციდს ფაქტები, როცა ხდებოდა ქართული სოფლების მიზანმიმართული გადაწვა , ეთნიკური ნიშნით ადამიანების დახვრეტა, მარადიორობა.
სამხედრო კუთხიდან გამომდიანრე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მიუღიათ ისეთ ქმედებებში მონაწილეობა , რომ მათი დანაშულებრივი მომენტები იყოს გავრცელებული კაცობრიობის წინაშე გამოხატულ დანაშაულებზე. ტალიავინის დასკვნაში არსებული მომენტები, შეიძლება, შეეხოთ, მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოს მხრიდან , რომლებმაც, შეიძლება , გასცეს ბრძანება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს ისიც მაღალ თანამდებობაზე, თორემ ოფიცრებზე, ჯარისკაცებზე ეს ქმედებები არ ვრცელდება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ქმედებაში არ მიუღიათ მონაწილეობა , ასეთი ფაქტები არ არის დაფიქსირებული. საუბარია ოფიცრებსა და ჯარისკაცებზე. შეიძლება იყოს საუბარი იმ მომენტებზე , რომელიც ეხება კონფლიქტს დაწყების პირობების გარკვევას და მათში საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების სავარაუდო მონაწილეობის ფაქტს“- განაცხადა მაისაიამ.
პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ და მინისტრმა წულუკიანმა “კერძო პირებად გამოაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები და ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ ვეტარანებს დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა”.
ცნობისთვის, თეა წულუკიანმა განცხადება „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც შეიძლება იყოს მომხდარი აგვისტოს ომის დროს და თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება დაკავების მოთხოვნით, კონკრეტული ადამიანების, მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს”-განაცხადა წულუკიანმა.
მოგვიანებით, მან განცხადება განმარტა.
„რაც შეეხება ფატუ ბენსუდას წარმოებულ გამოძიებას, დღეს ვერავინ ივარაუდებს, რა აქვს მას დაგეგმილი და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო, „ქართული ოცნების“ მთავრობა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის ღირსება იყოს დაცული, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების საქმეები და ეპიზოდები გამოიძიოს ქალბატონი ბენსუდას ოფისმა და, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გამოიძიოს ქართველთა ეთნიკური წმენდა. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას იმისათვის, რომ გამოძიებამ დაადგინოს გვარები და სახელები რუსეთის მოქალაქეებისა, ვინც დანაშაული ჩაიდინა”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
აღნიშნულ საკითხს, დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.
კალაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, დარტყმა მიაყენოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას, „რადგან ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე“.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები