ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ევროპული საქართველო“ ემიჯნება იმ „ღირებულებებს“, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ გამოხატავს

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ევროპულ საქართველო“, ემიჯნება იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ოპოზიციურ პარტიებს, კერძოდ, ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველო“, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რადგან ადამიანებს ახსოვთ ის, რასაც გამოხატავდა „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წლის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხულოს, ბათუმის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის პარტია „ევროპული საქართველოს“ რეგიონულმა ხელმძღვანელებმა თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება გაასაჯაროვეს. მათი თქმით, ისინი ემიჯნებიან რუსულ სცენარს და მათთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრგოლ ვაშაძის მხარდაჭერა მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები