“როცა ადამიანების დიდი ნაწილი შემოსავლის 50%-ზე მეტს ვალების მომსახურებაში ხარჯავდა, ამაზე დიდი შეღავათი რა უნდა იყოს”?!

„ამას დავარქმევდი საზოგადოებისაგან მიღებული გზავნილის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის, ხელისუფლების მიერ ადეკვატურად გათავისების თემას“, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ “შავ სიაში“ მყოფი 600 ათასზე მეტი მოქალაქის საბანკო დავალიანებების განულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც რომან კაკულიამ „კვირასთან“ საუბარში განმარტა, მთავრობამ ხალხის გზავნილს ქმედითი ნაბიჯებით უპასუხა.

„ეს რომ მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა ნამდვილად ასეა, რაც შეეხება, იმ განცხადებებს, რომელიც გუშინ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან გავრცელდა, თუ ჩვენ იმ ხარისხის ეფექტიანობას მივაღწიეთ, რომ წინა ღამით გაჟღერებულ იდეაზე, მეორე დღეს, 11 საათზე, უკვე პრემიერმა განცხადება კონკრეტული გეგმით დადო, მაშინ ჩვენი ეფექტიანობა გაცილებით მაღალ ხარისხში ყოფილა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, იმიტომ, რომ ეს მთავრობას დიდი ხნის დაგეგმილი ჰქონდა და ამაზე საუბარი ცხადია მანამდე იყო.
ჩვენ გავაჟღერეთ, რომ მოსახლეობის გზავნილი ჩვენთვის მიღებულია. მოსახლეობა გრძელვადიანი პროექტებით და რეგიონში საზოგადოების განსაკუთრებულად მოწყვლადი ფენები ვერ სარგებლობდნენ სიკეთეებით, მათ ჰქონდათ ძალიან მაღალი ხარისხის პრობლემები და მთავრობის ეს ნაბიჯი, სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მე ამას წინასაარჩევნო ნაბიჯს კი არ დავარქმევდი, დავარქმევდი საზოგადოებისაგან გამოგზავნილი გზავნილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის, ხელისუფლების მიერ ადეკვატურად გათავისების თემას“,- აღნიშნა რომან კაკულიამ.

კაკულიას განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, სხვადასხავა შეფერილობას მისცემენ, მაგრამ, მისი თქმით, მისთვის მთავარი ისაა, რომ საზოგადოებაში ეს ინიციატივა ყველა ვარიანტში დადებითად იქნება აღქმული.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ საზოგადოებას შესწევს იმის ძალა, რომ მთავრობის ნებისმიერი ინიციატივა ადეკვატურად გააანალიზოს, მიუხედავად იმისა, თუ რა ინტერპრეტაციას მისცემენ აღნიშნულს ოპონენტები.

„ჩემთვის მთავარია ის, თუ რამდენად სწორად გაიგებს ამ ინიციატივას საზოგადოება, ვფიქრომ ამ თემის ნებისმიერი ინტერპრეტაცია ხალხში დადებით იქნება აღქმული და ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს არის. სხვადასხვა პოლიტიკური ძალები რომ ამ ამბავს სხვადასხავა შეფერილობას მისცემენ, და არამარტო ამას, არამედ ნიბისმიერ ინიციატივას, ვფიქრობ, საზოგადოება ადეკვატურად გააანალიზებს. როდესაც ადამიანების დიდი ნაწილი შემოსავლის 50%ზე მეტს ვალების მომსახურებაში ხარჯავდა, რა თქმა უნდა ამაზე დიდი შეღავათი რა უნდა იყოს?! თავისთავად ამით ყველა პრობლემა ქვეყანაში ვერ მოგავრდება, მაგრამ ეს ნაბიჯი შეღავათის მომცემი ნამდვილად არის.
ეს ყველაფერი ერთის მხრივ ეს აჩვენებს მთავრობის ტენდენციას რათა მან მეტი ყურადღება დაუთმოს საზოგადოების უფრო მოწყვლად ფენებს და აქ მხოლოდ ყუარდღების დათმობა არ არის, აქ არის კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული, ეს ნაბიჯი ჰარმონიზებაში იქნება სხვა დანარჩენ ნაბიჯებთან, რომლებიც ადამიანებს მეტი განვითარების საშუალებას მისცემს, აი ამაშია სწორედ განვითარების პერსპექტივა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსნებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებითა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, “შავ სიაში” მყოფ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს დავალიანება გაუნულდება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მთავრობას მოუწოდა რომ უზურუნველყოს მოქალაქეების მოვალეთა ე.წ. შავი სიებიდან ამოღება.

„საქართველოს მთავრობამ ნებისმიერ პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკების და მიკროსაფინანსოების ვალებს, ხელისუფლების მიერ უნდა მოხდეს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები მყისიერად უნდა იქნენ ამოღებული მოვალეთა შავი სიიდან. ამისათვის მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათ ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში“,- აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები