“მთავრობა მევახშეობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობს”

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეობით უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობა ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.
“სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეობით უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ. ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი ზოგადად იქნას დაძლეული” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები