გიორგი ქობულია: ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით სერიოზული მომზადება მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჭარბვალიანობასა და საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის თაობაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობას. მისივე თქმით, პრემიერი გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
„ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ათასი ადამიანია მოხვედრილი ამ სიაში და ეს ადამიანები არიან გამოთიშული ამ ეკონომიკური საქმიანობიდან. ბევრ მათგანს მოტივაცია აქვს დაკარგული, რომ დაიწყოს მუშაობა, რადგან ხელფასების ნაწილი შეიძლება ჩამოეჭრას. ისინი ჩვენ პრაქტიკულად დაკარგული გვყავს. ამასთან დაკავშირებით სერიოზული მომზადება მიდის და ორშაბათს პრემიერი გამოაცხადებს ჩვენს გადაწყვეტილებას. დეტალები იქნება ხვალ ცნობილი და შეიძლება დიდ ნაწილზე გამოცხადდეს ამნისტია განსაზღვრულ დავალიანებებზე. როდესაც ასეთ საკითხს ვეხებით, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ადვილია პოპულისტური განცხადებების გაკეთება. ნუ აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ მოდით ჩვენ ახლა სესხის პროცენტები შევამციროთ და ჩავატაროთ ისეთი რეფორმები, რომელიც შუძლებელია და უდიდეს დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები