ირაკლი კოვზანაძე: საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიღწევა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობაა

მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა ხელისუფლების საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის მიღწევად უნდა ჩაითვალოს, -ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
‘’ფინანსური სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია. მითუმეტეს, როდესაც ბოლო წლებია, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე მთელი რიგი მკვეთრი რყევები, გადახდისუუნარობისა და გაკოტრებების ტენდენციებია’’, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა წლიდან წლამდე 4,.5-5%-ით იზრდება. ‘’ბუნებრივია უფრო მეტი გვინდა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ლიდერები ვართ ეკონომიკური ზრდის ტემპით ჩვენს რეგიონსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის’’, -აღნოშნა კოვზანაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ მიღწევებში ფისკალური და საბიუჯეტო დისციპლინაც დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესს აღიარებს სავალუტო ფონდი და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები.
ირაკლი კოვზანაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენციაზე, რომლის მაჩვენებელი გასულ წელს, დაახლოებით, 530 მილიონი დოლარით შემცირდა, ეს კი საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის და ზრდის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია.
‘’სერიოზული მიღწევაა, რომ Doing Business-ის რეიტინგით, ‘’მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების’’ ინდექსით, საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები და 190 ქვეყანას შორიოს მე-6 ადგილზეა’’, – აღნიშნა კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები