ირაკლი ზარქუა: ჩვენ გვაქვს ჩვენი შეცდომები, მაგრამ დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე არ ჩაგვიდენია

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. დეპუტატის თქმით, 2016 წლის არჩევნებიც და მანამდეც „ნაციონალებმა“ წააგეს იმიტომ, რომ უნამუსო და სიცრუეზე აგებული ავანტიურული კამპანია აწარმოეს.

მისივე თქმით, ისინი დღესაც ანალოგიური ყალბი განცხადება-დემარშებით ცდილობენ იმავეს, როდესაც აცხადებენ, რომ პენსია 400 ლარი გახდება.

„უნიჭო სპექტაკლებისთვის არ უნდა გამოიყენოთ ტრიბუნა. მოიყვანეთ თქვენი რომან გოცირიძე, რომელიც ურცხვად ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პენსია 400 ლარი გახდება. როდესაც ჩავეძიეთ ხსენებულს აღმოჩნდა, რომ ის გათვლილი ყოფილა თითქოს და 2020-2030 წლებისთვის, როდესაც ჩვენი პროგრამით ამავე პერიოდისთვის გაცილებით მეტად გაუმჯობესდება მოსახლეობის და მათ შორის პენსიონერების მდგომარეობა. დაპირებებშიც კი უნიჭოები და ცრუპენტელები ხართ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი მთავრობა და ის შედეგი, რომელიც დაფიქსირდა წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამომდინარეობს არა იქიდან, რომ ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებები მოეწონა, არამედ განპირობებულია ხელისუფლების მიერ დაშვებული ცალკეული შეცდომებით.

„შესაბამისად ხალხმაც გვაგრძნობინა არსებული ვითარების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენი გუნდი აუცილებლად გამოასწორებს და თანაც ძალიან მალე“,- აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატი პატრიარქთან გრიგოლ ვაშაძის ვიზიტსაც შეეხო. მისი თქმით, შეურაცხმყოფელია „შტაბკვარწირას” განცხადებები უწმინდესთან შეხვედრის შემდგომ, როდესაც მან კათოლიკოსის კონკრეტული გზავნილი დაამახინჯა და საზოგადოებას ყირამალა წარუდგინა.

„საიდანაც მოიყვანეთ იქ გაუშვით „კა-გე-ბე“-ს ნომენკლატურა. ის შკლიაროვიც ვერაფერს  გახდება. ვერც რევოლუციას მოაწყობთ და ვერც პუტინის რუსეთის გეგმას აასრულებთ, რომელსაც ასე გულმოდგინედ მიჰყვებით“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები