ივანე მაჭავარიანი: საქართველოს ეკონომიკაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უკავია

საქართველოს პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა იმ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, რომელიც კერძო სექტორს ეკონომიკის განვითარებაში უკავია.

„დღეს, საქართველოს ეკონომიკაში წარმმართველი კერძო სექტორია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 8.0%-ის ფარგლებშია, მაშინ, როდესაც კერძო ინვესტიციები მშპ-ს 30%-ს აღწევს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ბიზნესსექტორში ბრუნვის მოცულობა 19.2%-ით, გამოშვება 14.2%-ით, ხოლო დასაქმება 4.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 40 ათასით იზრდება, თუმცა აღნიშნული ზრდა, მაინც არ იძლევა საშუალებას მნიშვნელოვნად შევამციროთ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ჩვენი რესურსების მივმართოთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები