ივანე მაჭავარიანი: მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში ლიდერები ვიქნებით

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით ვიქნებით ლიდერები რეგიონში”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტი 4.5% ეკონომიკურის ზრდის პროგნოზით დაიგეგმა.

„9 თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა შეადგენს 4.9%-ს, განახლებული პროგნოზით მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5.0% იქნება. 2019 წელთან დაკავშირებით ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელთან ერთადაც გაანალიზებულ იქნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რის შემდგომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ბიუჯეტი დაიგეგმოს ეკონომიკური ზრდის 4.5%-იან პროგნოზზე და თუ ფაქტიურად უფრო მაღალი ზრდა გვექნება, მომდევნო წლის შუა პერიოდში მზარდ ვართ, რომ დავაკორექტიროთ ბიუჯეტი”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები