ქოქოლაძე ლარის კურსზე: „ნაციონალები“ რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, მინიმუმ 200 %-იანი დევალვაცია, შეიძლებოდა, გვქონოდა

„ნაციონალური მოძრაობა” დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, მინიმუმ 200 %-იანი დევალვაცია, შეიძლებოდა, გვქონოდა, იმიტომ, რომ გარდა გარე შოკებისა გვექნებოდა შიდა შოკები, – ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლმა, ბიზნესმენმა ანზორ ქოქოლაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანზორ ქოქოლაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც მისი განმარტებით, ლარის კურსის რყევას განაპირობებს.
„ჩვენ არ ვართ კონტექსტიდან ამოვარდნილი , ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა. რა ახდენს ეკონომიკაზე გავლენას და რა ახდენს ლარის კურსზე გავლენას : ფულადი გადმორიცხვები , ტურიზმი, ექსპორტი, ინვესტიცია. ჩვენ ძალიან დამოკიდებული ვართ ჩვენს რეგიონალურ ქვეყნებზე. რა ხდებოდა კურსთან მიმართებაში: აზერბაიჯანში იყო დაახლოებით 100 %-იანი ზრდა კურსის, რუსეთში იყო 120 %-ით, თურქეთში 250 %, ირანში 260 % და ა.შ. საქართველოში იყო დაახლოებით 65 %. ეს მე საერთოდ არანაირ შეღავათს არ მაძლევს, კონკრეტული პრობლემების წინაშე როცა ბიზნესში ვრჩები. მით უმეტეს, ბიზნესს ჯერ არ მოუშუშებია ის ჭრილობები, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაყენა.
ქართული ლარი გაცილებით ნაკლებად გაუფასურდა , 65 %-ით გაუფასურებაც ძალიან მტკივნეულია , მაგრამ ის, რომ შესაძლებელი იყო ეს გაუფასურებულიყო 200 – 250 %-ით , ესეც დიდი შედარებაა და ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ შიდა ფაქტორები იყო ძალიან ჯანსაღი. ბიზნესი იყო თავისუფალი , ეკონომიკური პროცესები იყო ჯანსაღი მიმართულებით. მე ასე ვიტყვი, რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დღეს მინიმუმ 200 %-იანი დევალვაცია შეიძლებოდა გვქონოდა, იმიტომ, რომ გარდა გარე შოკებისა გვექნებოდა შიდა შოკები. 2008 – 2009 წლებში როცა ეკონომიკური კრიზისი იყო და ომი მოხდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუწყია ბიზნესთან მეტი კოორდინაცია, პრობლემების მოგვარება. პირიქით, მოხდა ზეწოლა, მოხდა ტერორი , ადამიანები გარბოდნენ და ღამით უფორმებდნენ სახელმწიფოს ქონებას , ეს კარგ შემთხვევაში , თორემ ცუდ შემთხვევაში ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებზე ხდებოდა გადაფორმება ღამის საათებში . „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში გაცილებით დიდი დევალვაცია გვექნებოდა , ღმერთს მადლობა, რომ ისინი არ იყვნენ. იმედი, მაქვს არც შემდოგმში დავუშვებთ, ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში”, – განაცხადა ქოქოლაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები