ანზორ ქოქოლაძე: “ნაცმოძრაობის” დროს ციხეში იმდენი ბიზნესმენი ვისხედით, ბიზნესფორუმის ჩატარება იყო შესაძლებელი

„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, ანზორ ქოქოლაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში ბიზნესგარემოზე საუბრისას აღნიშნა, რომ ციხეში იმდენი ბიზნესმენი იჯდა, თავისუფლად შეიძლებოდა ბიზნესფორუმი ჩატარებულიყო.
​როგორც მან მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა, იმ პერიოდში კერძო საკუთრება სრულიად დაუცველი იყო.
“ნაცმოძრაობის” პერიოდში ბიზნესის კეთება იყო საშიში. ორი წელი ციხეში ვიჯექი და იქ კრიმინალურ ავტორიტეტებზე მეტი ბიზნესმენები ისხდნენ. იმდენად ბევრნი ვიყავით, რომ ციხეში ბიზნესფორუმის ჩატარება იყო შესაძლებელი. ყოფილმა ხელისუფლებამ საფუძველი გამოაცალა ეკონომიკას. ამ პერიოდში კერძო საკუთრება საერთოდ დაუცველი იყო”, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები