ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან მყარი პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე, რომელიც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მედიაპლურალიზმს უკავშირდება

„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე, რომელიც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მედიაპლურალიზმს უკავშირდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. რეზოლუციას ევროპარლამენტი დღეს განიხილავს.
„საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც გასული წლების განმავლობაში გვქონდა ფუნდამენტური წინსვლა დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების კუთხით, მედიაპლურალიზმის კუთხით. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, რა ხდება დღეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მედიაპლურალიზმს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები