ირაკლი კობახიძე: მუქარის საქმეებთან დაკავშირებით, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს გამოძიება მუქარის საქმეებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და ჩვენ დავინტერესდებით იმით, თუ რამდენად სწრაფად წარიმართება გამოძიება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით.
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომ ჩაგვრის ობიექტი თავადაც არაერთხელ გამხდარა. ომბუდსმენი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები